დანიასთან საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადება ნაკრებმა სუპერლიგის მოთამაშეებით დაიწყო
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მსოფლიოს შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის სამზადისი დაიწყო. მოსამზადებელი პერიოდი 2 ეტაპად იყოფა – პირველი თბილისური ვარჯიშებია, მეორე კი, დანიური შეკრება, სადაც 27 თებერვალს ჩვენი ეროვნული გუნდი 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მე-3 ტურის მატჩს გამართავს. დანიასთან მომდევნო შეხვედრა კი 2 მარტს, თბილისში ჩატარდება.
თბილისი არენაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ის კანდიდატები შეიკრიბნენ, რომლებიც სუპერლიგის გუნდებში თამაშობენ. ალეკსანდარ ჯიკიჩმა ეროვნულ გუნდში 24 კალათბურთელი გამოიძახა, რომელთაგან 9 ლეგიონერი პირდაპირ დანიაში, 23 თებერვალს ჩავა, მანამდე კი, 17-დან 21 თებერვლის ჩათვლით, ქართულ კლუბებში მოთამაშე 15 კალათბურთელი თბილისურ შეკრებაზე ეცდება, დანიაში გასამგზავრებელ 5-კაციან შემადგენლობაში ადგილი მოიპოვოს.
აქვე ვთქვათ, რომ ეროვნული გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია ნაკრებს 26 თებერვალს, კოპენჰაგენში შეუერთდება, რადგან მის კლუბ ბარსელონას 25-ში ევროლიგაში თამაში აქვს. 5-დღიან თბილისურ შეკრებაზე გამოძახებულმა 15-მა კალათბურთელმა დღეს თბილისი არენაზე ალექსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით პირველი ვარჯიში ჩაატარა.
ვარჯიშს იმყოფებოდნენ: გიორგი ოჩხიკიძე (ბათუმი), ლუკა მაზიაშვილი (კსუ-კავკასია), ლუკა ზაქრაძე (რაში), სანდრო სანაძე, გიორგი კობახიძე (ორივე მარგვეთი), ნიკოლოზ გაფრინდაშვილი (კსუ-კავკასია), ლევან გოგიჩაიშვილი (ვსა), კახა ჯინჭარაძე, გიორგი სულაბერიძე (ორივე ქუთაისი), ალექსანდრე ფევაძე (თსუ), ანზორ ნადირაძე, ლუკა კალატოზიშვილი (ვსა), გიორგი ტურძილაძე (თსუ), რომან ჭინჭარაული (მარგვეთი), ვილი ისიანი (რუსთავი).
- გიორგი ტურძილაძე
- გიორგი ოჩხიკიძე
- კახა ჯინჭარაძე
- ალექსანდრე ფევაძე
- საქართველოს კალათბურთის ფედერაცია
- საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები
- საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები
- საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია
- ანზორ ნადირაძე
- ნიკოლოზ გაფრინდაშვილი
- ლუკა მაზიაშვილი
- საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები
- საქართველოს ეროვნული ნაკრები
- გიორგი სულაბერიძე
- გიორგი კობახიძე
- ლუკა ზაქრაძე
- სანდრო სანაძე
- ლევან გოგიჩაიშვილი
- ლუკა კალატოზიშვილი
- რომან ჭინჭარაული
- ვილი ისიანი