საქართველოს 18-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატზე მე-12 ადგილი დაიკავეს
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა რუმინეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მე-12 ადგილი დაიკავა. ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები ტურნირის დასკვნით მატჩში პორტუგალიასთან 62:66 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების თითოეული მოთამაშის სტატისტიკა:
გიორგი ჭირაქაძე - 15 ქულა, 10 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება
გიორგი ნიკოლაევი - 13 ქულა, 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 5 ჩაჭრა
მათე ყავლაშვილი - 8 ქულა, 1 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა
დავით ჭუაძე - 7 ქულა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა
გერა ჭეიშვილი - 6 ქულა და 3 მოხსნა
გიორგი დოხნაძე - 5 ქულა, 6 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა
ნიკა სანაძე - 4 ქულა და 2 შედეგიანი გადაცემა
ლუკა ტაბაღუა - 3 ქულა, 1 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა
რევაზ თავართქილაძე - 1 ქულა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მომდევნო წელსაც B დივიზიონში იასპარეზებს.