Belive

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები 1/4-ფინალში დამარცხდა

1 დღის წინ კალათბურთი
2 წთ

საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის 1/4-ფინალში ნიდერლანდების ახალგარდულ ნაკრებთან 79:50 დამარცხდა.

ჩვენმა ნაკრებმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა, პირველ მეოთხედში ნიდერლანდებმა 20:12 მოიგო, ხოლო მეორეში საქართველომ 19:25 გაიმარჯვა. აი მეორე ტაიმს რაც შეეხება ყველაფერი თავდაყირა დადგა და საბოლოო შედეგზეც აისახა, მესამე მეოთხედში ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა კალათბურთელებმა მხოლოდ 3 ქულა ჩააგდეს და 22:3 დათმეს, ბოლო მეოთხედში კი 18:10 დავმარცხდით.

ორივე ნაკრებიდან მატჩში 23 ქულით საუკეთესო იყო ნიდერლანდელი სკაი ბერგენსი.

ქართველი კალათბურთელების მონაგარი კი ასეთი გახლდათ:

  • მათე ხატიაშვილი - 16 ქულა, 9 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა.

  • დავით ფაჩულია - 12 ქულა, 8 მოხსნა და 1 ჩაჭრა.

  • მათე ყავლაშვილი - 11 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა.

  • გიორგი დოხნაძე - 8 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა.

  • გიორგი გოგოლაშვილი - 2 ქულა, 1 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა.

  • დავით ტრაპაიძე - 1 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა.

  • სანდრო შერვაშიძე - 4 მოხსნა და 1 დაფარება.

  • ილია ქურდაძე - 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა.

  • საბა ფაჩულია - 2 მოხსნა და 2 ჩაჭრა.

  • გაბრიელ ბალანჩივაძე - 1 მოხსნა.

სხვა სტატიები