Belive

3-დან 3 | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ბოსნიასაც მოუგო

2 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის D ჯგუფის მე-3 ტურის შეხვედრაში ბოსნია და ჰერცეგოვინა 17-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 83:66 დაამარცხა

საქართველოს მათე ყავლაშვილმა ულიდერა, რომელმაც 31 წუთში 21 ქულა, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. 17 ქულა, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა იყო დავით ფაჩულიას ანგარიშზე. 8 ქულას, 10 შედეგიან გადაცემას, 2 მოხსნასა და 2 ჩაჭრას მოუყარა თავი მათე ხატიაშვილმა.

ბოსნიელთა რიგებში 15 ქულით, 5 ასისტით, 3 მოხსნითა და 1 ჩაჭრით მიკო მილოვანოვიჩი გამოირჩა.

ეს მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ზედიზედ მე-3 გამარჯვებაა (შვედეთისა და მაკედონიის დამარცხების შემდეგ). ჩვენი გუნდი მომავალ მატჩს უნგრეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა ხვალ, 20:00 საათზეა ჩანიშნული.

ამ მოგებით საქართველოს ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლა და მეოთხედფინალის საგზური გაიფორმა.

სხვა სტატიები