"საქართველოსთვის" - ბეჟანიშვილის მორიგი ბრწყინვალე მატჩი
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
კანადის საკალათბურთო ლიგის (CEBL) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "ვანკუვერისა" და "კალგარის" დაპირისპირება გაიმართა. სანახაობრივი მატჩი მასპინძელთა მარცხით, 88:93 დასრულდა.
"ვანკუვერის" რიგებში მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა გიორგი ბეჟანიშვილმა, რომელმაც მიმდინარე სეზონში მე-7 ორმაგი დუბლი გაიფორმა. პარკეტზე გატარებულ დროში, ბეჟანიშვილმა 26 ქულის, 10 მოხსნის, 4 შედეგიანი გადაცემისა და 3 ჩაჭრის დაგროვება შეძლო.
"ვანკუვერის" ქართველმა ვარსკვლავმა რამდენიმე შედეგიანი ქმედება იმ ფანებს მიუძღვნა, რომლებიც არენაზე საქართველოს დროშით იყვნენ მისული, რის გამოც "ვანკუვერმა" სოციალურ ქსელში კონტენტი შემდეგი სახელწოდებით გაავრცელა: "საქართველოსთვის".
Giorgi B said “THIS IS FOR GEORGIA” 🇬🇪 #LikeABandit pic.twitter.com/buv9YxNudb
— Vancouver Bandits (@vancitybandits) June 26, 2023