ბეჟანიშვილი კარიერას ევროპულ საკალათბურთო კლუბში გააგრძელებს
6 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
25 წლის ქართველი კალათბურთელი, გიორგი ბეჟანიშვილი კარიერას ფრანგულ "გრაველინ-დიუნკერკში" გააგრძელებს.
საკალათბურთო კლუბსა და ბეჟანიშვილს შორის მიღწეული შეთანხმებით, ქართველი ფორვარდი მომავალ სეზონში საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს. 3 სეზონის განმავლობაში, ბეჟანიშვილი ილინოისის უნივერსიტეტში თამაშობდა, მან ასევე მოირგო განვითარების ლიგის (NBA G-League) რამდენიმე კლუბის მაისური. უკანასკნელად ბეჟანიშვილი "აიოვა ვულვზის" ღირსებას იცავდა, სადაც საშუალო მონაგარი 9.3 ქულას, 5.3 მოხსნასა და 2.2 პასს შეადგენდა.