Belive

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, უნგრეთის წინააღმდეგ, ამხანაგურ მატჩს გამართავს

2 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს უნგრეთის ეროვნულ გუნდთან ამხანაგურ მატჩს გამართავს, ქალაქ კეჩკემეტში, მესი იშტვანის სახელობის საკალათბურთო დარბაზში, სადაც როგლადან ჩასვლის დღეს პირველად ივარჯიშა. მიუხედავად სლოვენიიდან უნგრეთამდე ხანგრძლივი მგზავრობისა, ილიას ზუროსმა ჩვენი ნაკრები კეჩკემეტში ჩასვლის დღეს მაინც ავარჯიშა, თუმცა ეს იყო საკმაოდ მსუბუქი, აღდგენითი ვარჯიში, რომელიც ერთ საათს გაგრძელდა. მოთამაშეები ძირითადად მოთელვებითა და სროლებით შემოიფარგლნენ. ტაქტიკასა და კომბინაციებზე ვარჯიშს ზუროსმა ჩვეულებრივზე ნაკლები დრო დაუთმო. სლოვენიაში გავლილი 10-დღიანი შეკრებისა და უნგრეთამდე მგზავრობის შემდეგ ნაკრების კალათბურთელებს ძალების აღდგენა სჭირდებათ და სამწრთნელო შტაბმა ასევე გააუქმა თამაშის დღეს, 5 აგვისტოს დილის ვარჯიში და მოთამაშეებს სასტუმროს ფიტნეს-ცენტრში ტრენაჟორებზე ფიზიკური ფორმის ამაღლების საშუალება მიეცათ. ჩვენი ნაკრები, თბილისის დროით, 20:00 საათზე უნგრეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, რომლის შემადგენლობაშიც დღესდღეობით ყველაზე ცნობილი და ძლიერი უნგრელი კალათბურთელი, ადამ ჰანგაც იქნება. რაც შეეხება ჩვენი გუნდის შემადგენლობას, უნგრეთთან მატჩის 12-კაციან განაცხადში ეს კალათბურთელები იქნებიან: გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, გივი ბაქრაძე, დუდა სანაძე, თად მაკფადენი, მერაბ ბოქოლიშვილი, კახა ჯინჭარაძე, თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი, ილია ლონდარიძე, ბექა ბექაური. აქვე გთავაზობთ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის სლოვენიური შეკრების შეფასებას:

სხვა სტატიები