მამუკელაშვილის ბრწყინვალე მატჩი G-ლიგის ოლ სტარში
2 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA G-League) ოლ სტარის შეხვედრაში, სანდრო მამუკელაშვილმა ბრწყინვალე სტატისტიკა დააფიქსირა.
ყველა ვარსკვლავის მატჩს იუტამ უმასპინძლა. დაპირისპირება ლუკა გარზას გუნდის გამარჯვებით, 178:162 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მამუკელაშვილი გარზას გუნდის ღირსებას იცავდა და სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა.
ქართველმა ფორვარდმა 8 ქულა, 12 მოხსნა (4 შეტევაში), 5 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.
Sandro Mamukelashvili with the STRONG two-handed flush off the Sharife Cooper dime! 😤 @WisconsinHerd @ChargeCLE pic.twitter.com/3hdiydw1Fo
— NBA G League (@nbagleague) February 19, 2023