Belive

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ისტორიული შედეგისთვის იბრძვის

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს კარგი შანსი აქვს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზოს. შეგახსენებთ, რომ წარმატების შემთხვევაში ისტორიაში პირველად ჩვენი ნაკრები მსოფლიო თასისთვის იბრძოლებს. თუმცა, ამისთვის მნიშვნელოვანი მატჩების მოგება მოგვიწევს. ჩვენთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძვის ისლანდიაც. თავისმხრივ, იმედს არ კარგავს უკრაინის ნაკრებიც, რომელთაც გარკვეული შანსები გააჩნიათ.

image-1

როგორც ხედავთ, ჩვენს ჯგუფში საკმაოდ დაძაბული სიტუაციია, ერთი ფეხის დაცდენა და საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩება.

ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის L ჯგუფის ბოლო მატჩში საკმაოდ ბევრი რამ დევს სასწორზე. ისლანდიასა და საქართველოს შანსი აქვთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდნენ - წერს FIBA.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების ბედი ჩვენი კალათბურთელების ხელთაა, რადგან ორი გამარჯვებით ისინი ნანატრ ბილეთს მიიღებენ აზიის მიმართულებით. ილია ზუროსის გუნდს შედარებით ადვილი მისია აკისრია. მომავალი შეხვედრა საქართველოს ნაკრებს ჯგუფის აუთსაიდერთან ნიდერლანდებთან ელის. უხეშად, რომ ვთქვათ ფორტუნა ჩვენს მხარეს არის, რადგან ისლანდია შინ მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს მასპინძლობს. იტალიასთან მარცხის შემთხვევაში კი, უკრაინის შანსები მაშინვე გაქრება.

ნიდერლანდები საქართველოს ამსტერდამიდან 40 კილომეტრში მდებარე ქალაქ ალმერეში მიიღებს. შეხვედრა 23 თებერვალს, თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება და მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდი სამშობლოში ჩარტერული რეისით დაბრუნდება, რათა საკვალიფიკაციოს დასკვნითი მატჩისთვის მოსამზადებლად მეტი დრო და ენერგია ჰქონდეს. ისლანდიასთან შეხვედრა 26 თებერვალს, თბილისი არენაზე, 20:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები