Belive

საოცარი გარემო ბელგრადში - პარტიზანმა საშინაო მატჩი ღია ცის ქვეშ გამართა

7 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

სერბეთის დედაქალაქმა ბელგრადმა საკმაოდ განსხვავებულ საკალათბურთო მატჩს უმასპინძლა. ადგილობრივი "პარტიზანი" ესპანურ "ფუენალაბრადას" ღია ცის ქვეშ დაუპირისპირდა. როგორც მოგეხსენებათ, კალათბურთის შეხვედრები დახურულ დარბაზში იმართება. ვინაიდან შეხვედრა ამხანაგური ხასიათის იყო, ღია ცის ქვეშ მატჩის ჩატარებაზე პრობლემა არ შექმნილა. 

 

სეზონი ჯერ არც კი დაწყებულა და საკალათბურთო სამყარო უკვე პარტიზანის გულშემატკივრებზე საუბრობს. ბელგრადში ღია ცის ქვეშ ჩატარებულ შეხვედრაში ფანებმა ნამდვილი წვეულება მოაწყვეს. შვიდი ათასმა გულშემატკივარმა ჩირაღდნებით, ფოიერვერკებითა და ბანერებით არაჩვეულებრივი გარემო შექმნა. - წერს ავტორიტეტული საკალათბურთო გამოცემა Eurohoops

აღნიშნულ დაპირისპირებას 7 000-ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო. მატჩი სერბულმა კლუბმა დიდი უპირატესობით მოიგო. მასპინძლებმა "ფუენალაბრადა" 30 ქულიანი სხვაობით - 93:63 დაამარცხეს. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ "ტაშმაიდანს", სტადიონს სადაც ეს შეხვედრა გაიმართა, მე-20 საუკუნის დასაწყისის შემდეგ საკალათბურთო მატჩისთვის არ უმასპინძლია. 

სხვა სტატიები