Belive

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ამხანაგურ მატჩში ისრაელთან დამარცხდა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ისრაელს უმასპინძლა და 8-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 96:104 დამარცხდა. ილიას ზუროსის გუნდი მეოთხე მეოთხედის სტარტზე 18 ქულითაც აგებდა, თუმცა მატჩის მიწურულს ანგარიშის შემცირება შეძლო. საქართველოს ნაკრებს 26 ქულით, 9 შედეგიანი გადაცემითა და 6 მოხსნით თორნიკე შენგელიამ ულიდერა, 16 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა იყო გიორგი შერმადინის ანგარიშზე. რაც შეეხება ისრაელს, სტუმართა შემადგენლობაში 18-18 ქულით ტომერ გინატი, რომან სორკინი და იამ მადარი გამოირჩნენ.
საქართველოს ნაკრებმა დღევანდელ მატჩამდე სლოვენიაში 10-დღიანი შეკრება გაიარა, შემდეგ კი უნგრეთთან ორი მატჩი ჩაატარა (ერთი მოიგო, ერთში კი დამარცხდა). ოფიციალურ შეხვედრებამდე ზუროსის გაწვრთნილი გუნდი 15 აგვისტოს საბერძნეთში გაემგზავრება, სადაც აკროპოლისის თასზე საბერძნეთს, თურქეთსა და პოლონეთს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები