Belive

რატი ანდრონიკაშვილი მძიმე დაზიანებას გადაურჩა

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ ეტაპზე, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები პოლონეთს დაუპირისპირდა და 89:94 დამარცხდა.

აღნიშნულ მატჩში დაზიანება მიიღო რატი ანდრონიკაშვილმა. მოგვიანებით დადასტურდა, რომ ანდრონიკაშვილი მძიმე ტრავმას გადაურჩა და დიდი ალბათობით მას 21 აგვისტოს, ჩეხეთის წინააღმდეგ გასამართ ამხანაგურ მატჩში, პარკეტზე ვიხილავთ. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ანდრონიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთის, კვიპროსისა და ბოსნიის წინააღმდეგ ითამაშებს.

სხვა სტატიები