საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა სლოვენიაში პირველი ვარჯიში გამართა
2 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
პირველმა ვარჯიშმა სახალისოდ და პროდუქტიულად ჩაიარა. ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ კალათბურთელებს განტვირთვის საშუალება მიეცათ. ყველა კალათბურთელი მწყობრშია და მეტი და მეტი დატვირთვისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები ფორმისა და მზადების პიკში დაახლოებით 20 აგვისტოსთვის უნდა იყოს, როცა ჯერ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებს ითამაშებს (24 და 27 აგვისტოს), შემდეგ კი, 1 სექტემბრიდან, თბილისში გასამართ ევრობასკეტში ჩაებმება.