Belive

ბარსელონამ ცრვენა ზვეზდა დაამარცხა | თორნიკემ შესანიშნავად ითამაშა

1 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის მე-14 ტურის შეხვედრაში ბარსელონამ ცრვენა ზვეზდა 89:79 დაამარცხა.

თორნიკე შენგელიამ 32:30 წუთი ითამაშა, რა დროშიც 15 ქულა (8-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 5 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

მატჩში ყველაზე მეტი 22 ქულა ვილ კლაიბერნმა ჩააგდო, 19 ქულა ჰქონდა კოდი მილერ-მაკინტაირის.

ბარსელონა ევროლიგის ცხრილში 9 მოგებით და 5 მარცხით მე-5 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 7 დეკემბერს ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით, მორაბანკ ანდორას წინააღმდეგ გამართავს.