საქართველოს ნაკრები ევრობასკეტამდე 6 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მე-6-ედ იასპარეზებს. ევრობასკეტამდე ჩვენი ნაკრები მოსამზადებლად 6 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.
საქართველოს ნაკრების მთლიან მოსამზადებელ კემპს კვიპროსის ჩათვლით 5 ქვეყანა მოიცავს, პირველი ორი სპარინგ-მატჩი იურმალაში გაიმართება, მესამე ლიეტუვაში კერძოდ კი კაუნასში, მე-4 მატჩი პოლონეთში სოსნოვიეცში, ხოლო ბოლო 2 ამხანაგური შეხვედრა პრაღაში გაიმართება.
4 აგვისტო | ისრაელი VS საქართველო
7 აგვისტო | ესტონეთი VS საქართველო
10 აგვისტო | ლიეტუვა VS საქართველო
14 აგვისტო | პოლონეთი VS საქართველო
19 აგვისტო | ჩეხეთი VS საქართველო
21 აგვისტო | ჩეხეთი VS საქართველო
6-დან 3 შეხვედრა დახურული ტიპის იქნება, ხოლო სამი მატჩი პირდაპირი ეთერით გადაიცემა
ეროვნული ნაკრები 25 აგვისტოს პრაღიდან პირდაპირ ევროპის ჩემპიონატზე, კვიპროსში გაემგზავრება. სწორედ ამ ერთთვიანი შეკრების პერიოდში შეირჩევა ის 12 მოთამაშე, რომელიც ევრობასკეტზე გასამგზავრებელ შემადგენლობაში დაიკავებს ადგილს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ჯგუფი ევრობასკეტზე ასე გამოიყურება: საქართველო, იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი, ბოსნია და კვიპროსი.
