მამუკელაშვილმა სან ანტონიოში კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "ნიუ ორლეანსისა" და "სან ანტონიოს" დაპირისპირება შედგა. ნიუ ორლეანსში, "Smoothie King Center"-ში გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 119:84 დასრულდა.
"სპურსის" ქართველმა ლეგიონერმა - სანდრო მამუკელაშვილმა ფრენჩაიზის შემადგენლობაში კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. პარკეტზე გატარებულ 25:20 წუთში მამუმ 20 ქულის, 5 მოხსნის, 3 შედეგიანი გადაცემისა და 3 ჩაჭრის დაგროვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ "სან ანტონიოს" რიგებში მამუკელაშვილი ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა, ხოლო ორივე გუნდიდან მხოლოდ ბრენდონ ინგრემმა შეძლო მასზე მეტი (32) ქულის დაგროვება.