FIBA-ს 18 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონის მატჩში, U18 საქართველოს ნაკრებმა ნორვეგია 20 ქულიანი სხვაობით, 71:51 დაამარცხა.
შეიძლება ითქვას, რომ ნორვეგიის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, გიორგი ოჩხიკიძის ბენეფისი შედგა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 30:57 წუთში, 22 ქულის დაგროვება შეძლო. აღნიშნული მაჩვენებლით ოჩხიკიძე ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.
შეგახსენებთ, U18 საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებისათვის ეს არაა პირველი სოლიდური გამარჯვება, რომელიც FIBA-ს 18 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონში მოიპოვა. 29 ივლისს, დავით როგავას გაწვრთნილმა ნაკრებმა კოსოვო 27 ქულიანი სხვაობით (60:87) დაამარცხა.
მომდევნო მატჩს U18 საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 31 ივლისს, ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს.