მამუკელაშვილი დაბრუნდა, ბითაძეს კვლავ მცირე სათამაშო დრო მიეცა!
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "ოკლაჰომასა" და "მილუოკის" დაპირისპირება შედგა.
დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვებულის გამოსავლენად, ოვერტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო, რის შემდეგაც "ოკლაჰომა" "მილუოკისთან" 132:136 დამარცხდა.
იანის ანტეტოკუნმპოს გარეშე მოთამაშე "მილუოკის" მხსნელად, ჯეივონ კარტერი მოევლინდა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 44:46 წუთში, 36 ქულის, 4 მოხსნისა 12 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.
ქართველი გულშემატკივრისათვის განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, რომ ტრავმის შემდეგ, სანდრო მამუკელაშვილი დაბრუნდა და "ოკლაჰომას" წინააღმდეგ მცირე სათამაშო დრო მიეცა. მამუკელაშვილმა განვლილი მატჩები ტვინის შერყევის გამო გამოტოვა. ქართველმა ფორვარდმა "ოკლაჰომას" წინააღმდეგ 6:15 წუთი ითამაშა და 3 მოხსნას მოუყარა თავი.
Always finding ways to win. pic.twitter.com/hYY961h9GN
— Milwaukee Bucks (@Bucks) November 10, 2022
NBA-ის რეგულარული სეზონის კიდევ ერთ შეხვედრაში "ინდიანასა" და "დენვერის" დაპირისპირება შედგა, რომელიც მასპინძელთა მარცხით, 119:122 დასრულდა.
"დენვერის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში, გოგა ბითაძეს მცირე სათამაშო დრო მიეცა. "ინდიანას" ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 6:39 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში 2 ქულის, 1 მოხსნისა და 1 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.
WHAT A W pic.twitter.com/Rm9dWYgKyK
— Denver Nuggets (@nuggets) November 10, 2022