Belive

"სანდრო მუდამ სპურსელი იყო" - FIBA

9 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ESPN-ის საკალათბურთო მიმომხილველის ადრიან ვოინაროვსკი ინფორმაციით, "სან ანტონიო სპურსმა" სანდრო მამუკელაშვილს კონტრაქტი 1 წლით გაუხანგრძლივა.

"თავისუფალი აგენტი, სანდრო მამუკელაშვილი "სან ანტონიო სპურსთან" 1-წლიან კონტრაქტს დათანხმდა და ხელფასის სახით 2 მილიონ დოლარს მიიღებს", – წერს ვოინაროვსკი ტვიტერის პირად გვერდზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით, FIBA-ს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ფოტოები შემდეგი სახელწოდებით განთავსდა: "სანდრო მუდამ "სპურსელი" იყო".

სხვა სტატიები