Belive

ტორონტომ საუკეთესოს მოუგო | მამუკელაშვილმა ოკლაჰომას 10 ქულა ჩაუგდო

11 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

ტორონტო რაპტორსი დასავლეთ ამერიკაში მოგზაურობას აგრძელებს და ამჯერად ოკლაჰომა სითი თანდერს ესტუმრა, რომელიც 101:103 დაამარცხა. ტორონტოსთვის, ლეიკერსთან წაგების შემდეგ, ეს ზედიზედ მეოთხე გამარჯვებაა.

სანდრო მამუკელაშვილი ტორონტოს ძირითად ხუთეულში იყო და 31 წუთზე მეტი ითამაშა. ქართველმა კალათბურთელმა 10 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ერთიც დაფარება მოაგროვა. სანდრომ 6-დან სამი ორქულიანი გამოიყენა, პერიმეტრიდან ბურთი 2-ჯერ გაუშვა და ზუსტი არცერთი არ აღმოჩნდა - საჯარიმო ხაზიდან 50%-იანი სიზუსტით ისროდა (4/8).

ოკლაჰომა მოქმედი ჩემპიონი და ლიგის საუკეთესო გუნდია (37 მოგებით). ტორონტოს 29 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის მესამე ადგილზეა. მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო მატჩს ნიუ იორკ ნიქსის წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები