Belive

სანდრო მამუკელაშვილის 10 ქულა დეტროიტთან | სან ანტონიო დამარცხდა

1 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონი, ALL STAR-ის შემდეგ, ჩვეულ რეჟიმში დაბრუნდა. "სან ანტონიო სპურსმა" საკუთარ არენაზე "დეტროიტ პისტონსი მიიღო" და 110:125 დამარცხდა. სან ანტონიოსთვის განსაკუთრებით ცუდად მესამე მეოთხედი დასრულდა, დეტროიტმა ეს 12-წუთეული 20-ქულიანი უპირატესობით, 18:38 მოიგო. დარჩენილ დროში სპურსმა ასეთი ჩამორჩენის აღმოფხვრა ვეღარ შეძლო.

სანდრო მამუკელაშვილმა წინა თამაში გამოტოვა, თუმცა ახლა 20 წუთზე მეტი მიიღო და ამ დროში 10 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება ჰქონდა. სანდრომ ერთნაირი რაოდენობით ისროლა პერიმეტრიდან და საშუალოდან (5) და სამქულიანიც 2-ჯერ ჩააგდო და 2-იანიც.

აღსანიშნავია, რომ სპურსს ავადმყოფობის გამო ვიქტორ ვემბანიამა აკლდა. სან ანტონიო მომდევნო შეხვედრას 24 თებერვალს, "პელიკანსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.