Belive

ამერიკული მედია: 'სპურსი ვემბანიამას ზუსტ სიმაღლეს მალავს'

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

'ვიქტორ ვემბანიამა 8 ფუტს (2.44 მ) უახლოვდება' - ამ სათაურებით აღწრენ ამერიკულ მედიაში ფრანგი კალათბურთელის კიდევ უფრო ზრდას და ამტკიცებენ, რომ ვემბი რეალურად იმაზე მაღალია, ვიდრე მისმა კლუბმა გამოაქვეყნა.

როცა ფრანგი ტალანტი სპურსში აღმოჩნდა, კლუბმა დაწერა, რომ მისი სიმაღლე 221 სანტიმეტრი იყო, თუმცა ახლა ამაშიც ეჭვი შეაქვთ.

უკანასკნელი განახლების მიხედვით, ვემბი 225 სანტიმეტრი სიმაღლის 100-კილოგრამიანი კალათბურთელია, რაც მას NBA-ის ყველაზე მაღალ მოთამაშედ აქცევს. NBA-ს ინსაიდერები და ყოფილი მოთამაშეები ვარაუდობენ, რომ ვემბის სიმაღლე სინამდვილეში 231 სანტიმეტრია.

დანამდვილებით ვამბობ, რომ ჩემის სიმაღლე 224 სატიმეტრია... როცა ის NBA-ში მოვიდა, ვუყურებდი (ვემბის) და ვფიქრობდი, რომ მასზე მაღალი არანაირად არ ვარ - განცხადა SportsCenter-სთან ინტერვიუში ბობან მარიანოვიჩმა
ახალბედა ვემბი 221 სანტიმეტრად გააფორმეს, მაგრამ ეს ტყუილი იყო.
მე ვმდგარვარ ბობანის, ტაკო ფოლის - ამ უზარმაზარი მოთამაშეების გვერდით და ვემბი ყველაზე მაღალია.

კარიმი (აბდულ-ჯაბარი) ყოველთვის იტყუებოდა, ბილ უოლტონიც ასე იქცეოდა, (კევინი) დურანტი კი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მატყუარაა ამ მხრივ.
- NBA-ის ანალიტიკოსი, ბრაიან ვინდჰორსტი

ახალგაზრდებისთვის, ლიგაში თამაშის ადრეულ წლებში, სიმაღლეში მატება უჩვეულო არ არის - მილუოკი ბაქსის სუპერვარსკვლავი, იანის ანტეტოკუნმპო ასოციაციაში მოსვლის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა - ამიტომ მოსალოდნელია, რომ ვემბანიამას პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია.

ხელის გაშლით 245 სანტიმეტრის მიღწევით, ვემბანიამა, ბოლო ორი სეზონის განმავლობაში, NBA-ში ბლოკების რაოდენობით ლიდერობდა. რასაც მას უწუნებდნენ იყო მოცულობა, თუმცა ფრანგმა დრაფტზე დადგომიდან ორ წელიწადში 18 კგ მოიმატა და ამ მხრივაც უმჯობესდება.

სხვა სტატიები