Belive

სანდრო მამუკელაშვილს 100%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა | სან ანტონიო ჰიუსტონთან დამარცხდა

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში "სან ანტონიო სპურსი" "ჰიუსტონ როკეტსთან" 103:101 დამარცხდა.

სანდრო მამუკელაშვილმა შეხვედრაში 11:11 წუთი ითამაშა, რა დროშიც 6 ქულა (3-დან 3 ორქულიანი 100%), 5 მოხსნა (4 შეტევაში) და 3 ასისტი მიითვალა.

მატჩში ყველაზე მეტი 24 ქულა ტრე ჯონსმა ჩააგდო, ჯერემი სოჩანს 21 ქულა ჰქონდა. შეხვედრაში ერთადერთი ორმაგი დუბლი ვიქტორ ვემბანიამამ შეასრულა, მან 13 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა.

"ჰიუსტონის" რიგებიდან ყველაზე შედეგიანი ფრედ ვანვლიტი იყო 21 ქულით.

"სან ანტონიო სპურსი" დასავლეთ კონფერენციაში 14 მოგებით და 52 წაგებით ბოლო ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 16 მარტს, "დენვერ ნაგეთსის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები