სანდრო მამუკელაშვილის 7 ქულა საკრამენტოსთან | სან ანტონიო დამარცხდა
2 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის რეგულარული სეზონის კიდევ ერთი დაპირისპირება "საკრამენტო კინგსსა" და "სან ანტონიო სპურსს" შორის შედგა. სტუმრები ისევ ვიქტორ ვემბანიამას გარეშე თამაშობენ, ასე რომ არაა გასაკვირი ის, რომ საკრამენტომ შეხვედრა მარტივად, 127:109 მოიგო.
სანდრო მამუკელაშვილმა 7 წუთზე მეტი მიიღო და ამ დროში 7 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. სანდრომ პერიმეტრიდან 3-ჯერ ისროლა და ორჯერ ზუსტი აღმოჩნდა, საჯარიმოს ხაზზე კი 2-ჯერ დადგა და ერთხელ ჩააგდო.
შეხვედრის საუკეთესო მექულე საკრამენტოს ზაკ ლევინი იყო, მან სტუმრებს 35 ქულა ჩაუგდო, სან ანტონიოდან კი ყველაზე მეტი, 25 ქულა სტეფონ ქასლის ანგარიშზეა.
საკრამენტო კინგსი დასავლეთ კონფერენციის მე-9 ადგილზეა და პლეი ოფის ზონის გადათამაშების ადგილს იკავებს, სან ანტონიო კი მე-13 პოზიციაზეა.