Belive

სან ანტონიო ოკლაჰომასთან დამარცხდა | მამუკელაშვილმა 8 წუთამდე ითამაშა

5 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ოკლაჰომა სიტი თანდერმა'' ,,სან ანტონიო სპურსს'' უმასპინძლა და 12-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 105:93 დაამარცხა.

მატჩში 8 წუთამდე ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც 3 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. სანდრომ 2-დან 1 სამქულიანის ჩაგდება შეძლო.

,,სან ანტონიოს'' რიგებში 18 ქულით, 4 მოხსნით, 1 ასისტითა და 1 ჩაჭრით ჰარისონ ბარნსი გამოირჩა.

,,ოკლაჰომას'' 20 ქულით, 6 მოხსნით, 2 დაფარებითა და 1 პასით ლუგენც დორტმა ულიდერა.

,,სპურსი'' 1 მოგებითა და 3 მარცხით დასავლეთ კონფერენციის მე-14 პოზიციაზეა. მამუკელაშვილის გუნდი მომავალ შეხვედრას ხვალ, პირველ ნოემბერს, ,,იუტა ჯაზის'' წინააღმდეგ გამართავს.

დღეს ითამაშა გოგა ბითაძის ,,ორლანდო მეჯიქმაც'', რომელიც ,,ჩიკაგო ბულსთან'' სტუმრად 99:102 დამარცხდა. ქართველმა ცენტრმა ფეხის ტრავმის გამო ზედიზედ მე-2 მატჩი გამოტოვა.

სხვა სტატიები