Belive

სანდრო მამუკელაშვილმა ლეიკერსს 10 ქულა ჩაუგდო

2 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარულის მატჩები გაიმართა. "სან ანტონიო სპურსმა" სტუმრად "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან" ითამაშა და შეხვედრა 125:109 დათმო.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ სანდრო მამუკელაშვილის სათამაშო დრო, ბოლო პერიოდში, გაზრდილია და ეს აისახა მის შედეგებზეც. მაგალითისთვის, ბოლო 3 შეხვედრაში, ქართველს 10 ქულაზე ნაკლები არ ჩაუგდია და საშუალოდ 13 წუთს თამაშობს. ლეიკერსთან სანდრომ 12 წუთი ითამაშა და 10 ქულის აღება მოახერხა, 2-ჯერ მოხსნა ფარიდან ასხლეტილი ბურთიც. მამუკელაშვილმა 4-დან 2 სამიანი ჩააგდო, 2-დან ერთი საშუალო და 2-დან ორივე საჯარიმო სროლა გამოიყენა.

ლეიკერსს ლებრონ ჯეიმსი ვერ ეხმარებოდა, თუმცა ვემბანიამას გარეშე მოთამაშე სპურსთან მოგება არ გასჭირვებია. ლუკა დონჩიჩს ერთი მოხსნა დააკლდა სამმაგ დუბლამდე, სლოვენიელის ანგარიშზე 21 ქულა, 9 მოხსნა და 14 პასი იყო.

ლეიკრსი დასავლეთ კონფერენციის მეოთხეადგილოსანია, სან ანტონიო კი მე-13 ადგილს იკავებს და პლეი ოფის ზონაში მომხვედრ კანდიდატებს შორის არ განიხილება.

სხვა სტატიები