სანდრო მამუკელაშვილის 18 ქულა პელიკანსთან | ტორონტომ მოიგო
11 საათის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში, ტორონტო რეპტორსმა ნიუ ორლეანს პელიკანსს უმასპინძლა და მეტოქე 119:106 დაამარცხა. 73 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, ტორონტოს 41 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის მეხუთე ადგილზეა.
ნიუ ორლეანსთან შეხვედრა ძირითადში არ დაუწყია სანდრო მამუკელაშვილს, თუმცა ბრწყინვალე თამაში ჩაატარა - ქართველმა 18 ქულა, 9 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, ერთი ჩაჭრა და ერთიც დაფარება მიითვალა. სანდრომ ეს ყველაფერი მხოლოდ 21 წუთში გააკეთა. მამუმ 5-დან 3 სამქულიანი და 9-დან 4 ორქულიანი ჩააგდო.
30 მარტს ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდებიან - მეცხრე ადგილზე მყოფი გოგა ბითაძის ორლანდო, მეხუთე ადგილოსან რეპტორსს უმასპინძლებს.