23-ე სეზონი | ლებრონ ჯეიმსმა ლოს ანჯელეს ლეიკერსთან კონტრაქტი 1 წლით გაახანგრძლივა
ლებრონ ჯეიმსმა ლოს ანჯელეს ლეიკერსთან კონტრაქტი 1 წლით გაახანგრძლივა. ლეგენდარული კალათბურთელი კლუბისგან 52.6 მილიონ დოლარს მიიღებს, ის NBA-ის ისტორიაში ერთადერთი მოთამაშეა, რომელიც 23 სეზონის განმავლობაში ითამაშებს.
ლებრონ ჯეიმსის აგენტმა და Klutch Sports-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რიჩ პოლმა ESPN-თან ისაუბრა:
ლებრონს ჩემპიონობისთვის ბრძოლა სურს. მან იცის, რომ ლეიკერსი მომავალი სეზონისთვის ემზადება. ის რეალურად უყურებს იმას, რომ მთავარი ტიტულის მოგება შეუძლია, ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ პარტნიორობას რომელიც 8 წლის განმავლობაში ლეიკერსის ხელმძღვანელობასთან გვაკავშირებს. - რიჩ პოლი - ლებრონ ჯეიმსის აგენტი და Klutch Sports-ის აღმასრულებელი დირექტორ
ლებრონ ჯეიმსს ამ დრომდე რეგულარულ სეზონში 1562 მატჩი უფიქსირდება, მას მხოლოდ 49 თამაში აშორებს რობერტ პერიშის რეკორდამდე, 50 კი მოხსნამდე.
Breaking: Los Angeles Lakers' LeBron James is opting into his $52.6 million player option for the 2025-26 season, Klutch Sports CEO Rich Paul told ESPN.
— Shams Charania (@ShamsCharania) June 29, 2025
Paul adds: LeBron "knows the Lakers are building for the future ... but he values a realistic chance of winning it all." pic.twitter.com/q5mT1O2R35