სანდრო მამუკელაშვილმა კლიპერსთან 13 ქულა ჩააგდო | ტორონტო ოვერტაიმში დამარცხდა
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში ტორონტო რეპტორსმა ლოს ანჯელეს კლიპერსი მიიღო და ოვერტაიმში, 117:121 დამარცხდა (ძირითადი დრო 109:109).
ინდიანა პეისერსთან გამოტოვებული თამაშის შემდეგ, რომელშიც ტორონტომ გამარჯვება მიოპოვა, მამუკელაშვილი პარკეტს დაუბრუნდა. მან მწვრთნელისგან 22 წუთი მიიღო და ამ დროში 13 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. სანდრომ 6-დან 6 ორქული ჩააგდო, პერიმეტრიდან 3-ჯერ ისროლა და სამივე ააცილა, საჯარიმო ხაზზე კი ერთხელ დადგა და ზუსტი აღმოჩნდა.
ორივე გუნდის მხრიდან, ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი, კლიპერსის ჯეიმს ჰარდენი იყო, რომელმაც ტორონტოსთან 31 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა დააგროვა (2 მოხსნასთან ერთად).
43 ჩატარებულ მატჩში, ტორონტოს, 25 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის მეოთხე ადგილზეა. სანდროს გუნდი მომდევნო შეხვედრას კიდევ ერთ ლოსანჯელესურ გუნდთან, ლეიკერსთან ჩაატარებს.