Belive

"მამუ ძალიან კარგად თამაშობს და დღეს შესანიშნავი სამუშაო გასწია" - ტორონტოს მწვრთნელი

7 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ტორონტო რეპტორსმა იუტა ჯაზი 107:100 დაამარცხა.

სანდრო მამუკელაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშე (MVP) გახდა. ქართველ კალათბურთელს შეხვედრა სასტარტო შემადგენლობიდან არ დაუწყია და 30:21 წუთი ითამაშა, მან ამ დროში 20 ქულა (2-დან 2 ორქულიანი, 7-დან 4 სამქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

მატჩის შემდეგ, ტორონტო რეპტორსის მთავარმა მწვრთნელმა დარკო რაიაკოვიჩმა, ქართველი კალათბურთელის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ჟურნალისტმა მამუს გუნდში შეტანილი წვლილის შესახებ კითხვა დასვა, რასაც მწვრთნელის იუმორნარევი პასუხი მოჰყვა, ვრცლად:

ძალიან მომწონს როგორც წარმოთქვამთ მის გვარს "მამუკელაშვილი", ვიცი რომ ამაზე ძალიან ბევრი ივარჯიშეთ. რაც შეეხება სანდროს, მამუმ დღეს შესანიშნავი სამუშაო გასწია, ის არის ბიჭი, რომელიც ყოველთვის თავდაჯერებულია, გუნდისგან ის სიყვარულსა და მხარდაჭერას გრძნობს. მამუ ძალიან კარგად თამაშობს.

ის არ არის სრულყოფილი და ის არც უნდა იყოს სრულყოფილი, ეს კარგია, მაგრამ ის თუ როგორ ეჯიბრება, როგორ გვიხსნის პერიმეტრს სამქულიანი სროლისთვის და როგორც თამაშობს, ეს ყველაფერი ჩვენთვის შესანიშნავ საქმეს აკეთებს. - დარკო რაიაკოვიჩი - ტორონტო რეპტორსის მთავარი მწვრთნელი

ტორონტო რეპტორსი 30 მოგებით და 21 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 5 თებერვალს, მინესოტა ტიმბერვულვზის წინააღმდეგ გამართავს.

სანდრო მამუკელაშვილის ყველა ქულა (ვიდეო):

სხვა სტატიები