სანდრო მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი | ტორონტომ გოლდენ სტეიტი დაამარცხა
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ტორონტო რეპტორსმა გოლდენ სტეიტ უორიორსი 145:127 დაამარცხა.
სანდრო მამუკელაშვილმა მატჩში 25:39 წუთი ითამაშა, რა დროშიც ორმაგი დუბლი გაიფორმა - 14 ქულა (4-დან 1 ორქულიანი, 4-დან 4 სამქულიანი), 12 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქართველ კალათბურთელზე მეტი მოხსნა შეხვედრაში არავის გაუკეთებია, ამ მხრივ სანდრო საუკეთესო იყო.
მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა და ყველაზე მეტი 40 ქულა ჩააგდო იმანუელ ქუიკლიმ, მან 10 ასისტიც მიითვალა, ასევე ორმაგი დუბლი გაიფორმა სკოტ ბარნსმა - 26 ქულა, 11 შედეგიანი გადაცემა, ხოლო გოლდენ სტეიტიდან 25 ქულით გამორჩეული იყო ბადი ჰილდი.
ტორონტო რეპტორსი 26 მოგებით და 19 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 22 იანვარს, საკრამენტო კინგსის წინააღმდეგ გამართავს.