Belive

დრეიმონდ გრინი სეზონში პირველად გააგდეს

12 საათის წინ ვიდეო მიმოხილვები
1 წთ

მიუხედავად მისი ფეთქებადი ხასიათისა და უხეში მოთამაშის რეპუტაციისა, გოლდენ სტეიტ უორიორსის მძიმე ფორვარდი, დრეიმონდ გრინი, მიმდინარე სეზონში სიმშვიდისა და თავშეკავების ეტალონი იყო. ეს მშვიდი სერია შეწყდა - ფინიქს სანსთან გამართულ მატჩში გრინი მოედნიდან გააძევეს, რაც მიმდინარე სეზონში მისთვის პირველი შემთხვევაა. გრინმა თავშეკავება მხოლოდ 7 თამაშში შეძლო.

ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც სანსის ცენტრმა, ხამან მალუაჩმა, ფარისკენ მიმავალ გრინს ხელი ჰკრა და წააქცია. დრეიმონდმა ეს ზედმეტი კონტაქტი უყურადღებოდ არ დატოვა: წამოდგა, მეტოქეს ხელები შემოხვია და პარკეტზე დაანარცხა.

მსაჯმა გრინს მყისიერად მისცა ტექნიკური ჯარიმა. თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა: სიტუაციაში ჩაერია ცნობილი პროვოკატორი და უორიორსის ძველი მტერი, დილონ ბრუკსი, რომელიც გრინს მიუახლოვდა. მას შემდეგ, რაც კალათბურთელები ერთმანეთის წინააღმდეგ გაიწიეს, გრინს მეორე ტექნიკური ჯარიმაც მიუსაჯეს, რის გამოც მას მოედნის დატოვება და გასახდელში ნაადრევად წასვლა მოუწია.

სხვა სტატიები