Belive

ორლანდო პლეი-ოფში გავიდა, გოლდენ სტეიტი კი ფინიქს სანსთან დამარცხდა

3 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს პლე-ინის შეხვედრები დასრულდა და პლეი-ოფში მოთამაშე ყველა გუნდის ვინაობა ცნობილია. ფინალურ ეტაპზე ორლანდო მეჯიქმა შარლოტ ჰორნეთსი 121:90 დაამარცხა, ხოლო ფინიქს სანსმა გოლდენ სტეიტ უორიორს 111:96 სძლია.

გოგა ბითაძემ შარლოტის წინააღმდეგ 15:44 წუთი ითამაშა, რა დროშიც 7 ქულა (2-დან 2 ორქულიანი, 3-დან 3 საჯარიმო), 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 4 დაფარება მიითვალა.

მატჩში ყველაზე მეტი 25 ქულა ჩააგდო პაოლო ბანკერომ, 23 ქულა კი ლამელო ბოლს ჰქონდა.

ორლანდო მეჯიქი პლეი-ოფის პირველ ეტაპზე დეტროიტ პისტონს შეხვდება, მათი პირველი შეხვედრა 20 აპრილს გაიმართება.

რაც შეეხება მეორე შეხვედრას, გოლდენ სტეიტისა და ფინიქს სანსის მატჩში ყველაზე შედეგიანი 36 ქულით ჯეილენ გრინი იყო, ბრენდინ პოძიემსკიმ კი ორმაგი დუბლი გაიფორმა - 23 ქულა, 10 მოხსნა. ამას გარდა დევინ ბუკერმა 20 ქულა მიითვალა, მაგრამ დღევანდელ შეხვედრაში შედეგიანობით ვერ გამოირჩა სტეფ კარი, რომელმაც 17 ქულა ჩააგდო.

ფინიქს სანსი პლეი-ოფის პირველ ეტაპზე ოკლაჰომა სითი თანდერს შეხვდება, მათი პირველი დაპირისპირება ხვალ, 23:30 საათზე შედგება.

სხვა სტატიები