სანდრო მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი თამაში
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის განვითარების ლიგის (NBA G-League) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "ვისკონსინისა" და "აიოვას" დაპირისპირება შედგა.
დაძაბული მატჩი, "ვისკონსინ ჰერდის" მარცხით, 102:109 დასრულდა. მასპინძელთა რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა იასპარეზა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ დროში, 12 ქულის, 9 მოხსნისა და 3 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.
აღსანიშნავია, რომ "ვისკონსინისა" და "აიოვას" დაპირისპირება 20 ნოემბერსაც შედგა, სადაც ქართველმა ფორვარდმა ასევე მიიღო მონაწილეობა. 20 ნოემბერს გამართულ მატჩში, მამუკელაშვილმა 18 ქულა, 10 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.