ლეიკერსის 9-მატჩიანი მოგებათა სერია იუტასთან შეწყდა
1 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
ლეიკერსის ბრწყინვალე სვლა იუტა ჯაზმა შეწყვიტა. ზედიზედ 9 მოგების შემდეგ, ლოს ანჯელესური გუნდი ჯაზთან შინ 12-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით, 97:109 დამარცხდა.
დღევანდელ მატჩში 21 წუთამდე ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც 6 ქულა და 3 მოხსმა მოაგროვა. სანდრომ 6-დან 1 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, პერიმეტრიდან კი მისი ოთხივე მცდელობა არაზუსტი აღმოჩნდა.
ლეიკერსს 29 ქულით, 7 პასით, 5 მოხსნითა და 2 ჩაჭრით ლუკა დონჩიჩმა ულიდერა.
მამუკელაშვილის გუნდი, რომელიც 13 მოგებითა და 3 მარცხით დასავლეთ კონფერენციის პირველ პოზიციაზეა, მომავალ მატჩს შაბათს, 21 ნოემბერს, საკრამენტო კინგსის წინააღმდეგ გამართავს.