სანდრო მამუკელაშვილის 7 ქულა | ლეიკერსმა მერვე გამარჯვება მოიპოვა
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ლოს ანჯელეს ლეიკერსმა პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 124:118 დაამარცხა.
მატჩი ძირითად ხუთეულში არ დაუწყია სანდრო მამუკელაშვილს, თუმცა ქართველმა 20 წუთი მიიღო - სანდრომ ამ დროში 7 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, ერთი ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. მამუკელაშვილმა თამაშიდან ექვსი სროლა შეასრულა და ორი გამოიყენა, მათ შორის სამი სამქულიანიდან ერთი ჩააგდო. ქართველმა კალათბურთელმა ორივე საჯარიმო სროლა ზუსტად შეასრულა.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ლუკა დონჩიჩი გახდა, რომელმაც 53 ქულა, 5 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ლუკას არაჩვეეულებრივი სტარტი აქვს და ასეთი შედეგების გაგრძელების შემთხვევაში, სეზონის საუკეთესო მოთამაშეობაზე ექნება პრეტენზია.
ლეიკერსს რვა გამარჯვება და ორი მარცხი აქვს – ამ შედეგით კალიფორნიელები დასავლეთ კონფერენციის სათავეში არიან.