ლეიკერსმა ზედიზედ მეცხრედ მოიგო და ერთპიროვნულად გალიდერდა
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში, ლოს ანჯელეს ლეიკერსმა შარლოტ ჰორნეტსს უმასპინძლა და ოვერტაიმში, 118:114 დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო 111:111 დასრულდა. აღსანიიშნავია, რომ მასპინძლები, მთელი სამი მეოთხედის განმავლობაში, მდევრები იყვნენ.
სანდრო მამუკელაშვილმა 23 წუთი ითამაშა, რა დროშიც 3 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და ერთიც ჩაჭრა დააგროვა. სანდროს ზუსტი სროლები არ მისდიოდა - ქართველმა 8-დან მხოლოდ ერთი ბურთი ჩააგდო. ორი 23-ქულიანი მატჩის შემდეგ, მამუკელაშვილისთვის 4 და 3-ქულიანი შეხვედრები მიეწყო.
ლეიკერსის რიგებში საუკეთესო კვენტინ გრიმსი იყო - 47 ქულა, 6 მოხსნა და 3 ასისტი. ლუკა დონჩიჩმაც გააკეთა თავის საქმე - სლოვენიელმა 36 ქულა, 6 მოხსნა და 7 პასი დააგროვა.
ამ მოგების შემდეგ, ლეიკერსს 13/2-ზე ბალანსი აქვს და არცერთ კონფერენციაში, მასზე უკეთესი შედეგის მქონე გუნდი არ არის.