Belive

ლეიკერსმა საკრამენტოს მოუგო - მამუკელაშვილს ორმაგამდე ცოტა დააკლდა

1 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში, ლოს ანჯელეს ლეიკერსმა საკრამენტო კინგსს უმასპინძლა და 106:104 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრის წინ, ლეიკერსმა იუტასთან წააგო, მანამდე კი 9-თამაშიანი მოგებათა სერია ჰქონდა, ასე რომ, ლოს ანჯელესური გუნდი მოგებათა სერიას დაუბრუნდა.

სანდრო მამუკელაშვილმა ორმაგი დუბლის ზღვარზე გაიარა - ქართველმა 20 წუთი მიიღო და ამ დროში 9 ქულას, 9 მოხსნას, 2 გადაცემასა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. სანდრომ 8-დან 4 სროლა ჩააგდო.

შედარებით მოკრძალებული იყო ლუკა დონჩიჩის სტატისტიკა, რომელმაც 40 ქულა თითქმის სტანდარტად აქცია - ამჯერად, სლოვენიელს 25 ქულა, 4 მოხსნა და 8 ასისტი ჰქონდა.

14 მოგებითა და 3 მარცხით, ლეიკერსი, NBA-ის საუკეთესო შედეგის მქონე გუნდის სტატუსს ინარჩუნებს.

სხვა სტატიები