Belive

სანდრო მამუკელაშვილის 6 ქულა და გამარჯვება ლეიკერსთან

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული გათამაშების მორიგ შეხვედრაში, აღმოსავლეთ კონფერენსიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო მამუკელაშვილის "მილოუკი ბაქსმა" დასავლეთში პლეი-ოფის ზონისგან საკმაოდ მოშორებით მყოფ, ტიტულოვან "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" - 115:106 აჯობა.

შეხვედრაში საქართველოს ნაკრების 23 წლის წევრმა პარკეტზე 12:48 წუთი გაატარა, 6 ქულა ჩააგდო, ბურთი ფარიდან 3-ჯერ მოხსნა და 1 ჩაჭრაც მიითვალა. 

ქართველმა კალათბურთელმა 2-დან 1 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო ტყორცნა და ერთიც ორქულიანი გამოიყენა.

სანდრო მამუკელაშვილის ყველა მომენტი "ლეიკერსის" წინააღმდეგ:

https://www.belive.ge/up/mp4/Sandro%20Mamukelashvili%206%20pts%203%20reb%201%20stl%20vs%20Los%20Angeles%20Lakers%20_%202023-02-09.mp4

მამუკელაშვილის გუნდს 55 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 38 მოგება და 17 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ ზონაში მეორე ადგილზე იმყოფება - ირმებზე წინ მხოლოდ "ბოსტონ სელტიქსია". შემდეგ შეხვედრას "მილოუკი" ისევ ლოს ანჯელესში, ამჯერად "კლიპერსის" წინააღმდეგ, 11 თებერვალს გამართავს.

სხვა სტატიები