Belive

ლოს ანჯელეს ლეიკერსი პლეი-ოფში გავიდა

8 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

NBA-ის დასავლეთ კონფერენციის პლეი-ინში პირველი გუნდი, რომელმაც პლეი-ოფის საგზური მოიპოვა, "ლოს ანჯელეს ლეიკერსია". ლოს ანჯელესელებმა სტუმრად "ნიუ ორლეანს პელიკანსი" 106:110 დაამარცხეს. ეს ორი გუნდი შესაბამისად, რეგულარული სეზონის მე-7 (პელიკანსი) და მე-8 (ლეიკერსი) ადგილოსნები არიან.

6 მოთამაშიდან, რომელთაც მატჩში ყველაზე მეტი ქულა დააგროვეს, 5 ლეიკერსის კალათბურთელია. ლებრონ ჯეიმსმა სამმაგი დუბლის ზღვარზე გაიარა. 'მეფეს' 23 ქულა, 9 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. ბრწყინვალე ორმაგი გააკეთა ენტონი დევისმა - 20 ქულა, 15 მოხსნა. საკუთარ გუნდში შედეგიანობით მეორე იყო დ'ანჯელო რასელი - 21 ქულით და 6 ასისტით.

მატჩის ყველაზე მაღალქულიანი მოთამაშე ზაიონ უილიამსონი გახდა, გოლიათმა პელიკანსს 40 ქულა, 11 მოხსნა და 5 ასისტი მოუტანა, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე გასახდელისკენ აშკარა ტკივილით გაემართა, მისი ყოფნა კი ნიუ ორლეანსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია (პლეი-ინის შემდეგ თამაშში).

რეგულარულის მე-9 ("საკრამენტო კინგსი") და მე-10 ("გოლდენ სტეიტ უორიორსი") ადგილზე მყოფი გუნდებიდან, პლეი-ოფში მოსახვედრად საკრამენტო იბრძოლებს. კინგსმა უორიორსი დაამარცხა და სტეფ კარი და მისი გუნდი 'გარეთ' დატოვა, თავად კი დამარცხებულ პელიკანსთან თამაშით გაარკვევს დასავლეთის მე-8 საუკეთესო გუნდის ვინაობას.

ლეიკერსი პლეი-ოფის პირველ ეტაპზე "დენვერ ნაგეტსსა" და მოქმედ MVP-ის, ნიკოლა იოკიჩს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები