Belive

NBA-ს თავისუფალი აგენტები ევროპის პოტენციურ გზაზე | eurohoops-ის სიაში ორივე ქართველი კალათბურთელია

3 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

NBA-ს თავისუფალი აგენტები ევროპის პოტენციურ გზაზე, ამ სათაურით აქვეყნებს eurohoops სტატიას, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ავტორიტეტული საკალათბურთო გამოცემაა. ისინი ასახელებენ TOP 10 მოთამაშეს, რომლებსაც აქვთ პერსპექტივა, რომ ამერიკის ფარგლებს გარეთ ითამაშონ, კონკრეტულად კი, ევროპაში. თავისუფალი აგენტების ათეულში NBA-ში მოთამაშე ორივე ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე მოხვდნენ.

ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში ეს მოთამაშეები დიდ ყურადღებას იპყრობენ, ბევრი ევროპის ტოპ კლუბი ეძებს განახლების გზას. ჩამოთვლილი მოთამაშეების ასპარეზობა ევროპაში კი ბევრი გულშემატკივრისთვის ლიგას საინტერესოდ აქცევს. არასეზონური ჭორები მრავლად იქნება, თუმცა თავისუფალი აგენტების გათვალისწინებით, ზაფხულის ცხელი ბაზარი პროგნოზირებულია - eurohoops

სანდრო მამუკელაშვილი

გასული სეზონის ხელფასი: 2 მილიონი დოლარი

2023/24 NBA-ს სტატისტიკა: საშუალოდ 4.1 ქულა, 3.2 მოხსნა, 1.1 ასისტი.

eurohoops-ის სიაში შემავალი მოთამაშეების უმეტესობისგან განსხვავებით, ქართველ ფორვარდს/ცენტრს ევროპაში პროფესიული გამოცდილება არ გააჩნია. თუმცა, საქართველოს ნაკრებში რეგულარულად ყოფნისას, სრულად არის მორგებული თამაშის სტილზე.

სანდრო მამუკელაშილი 2021 წლის NBA-ს დრაფტზე "სეტონ ჰოლიდან" აირჩიეს, რომელიც 54-ე არჩევანი იყო "ინდიანა პეისერსის" მიერ. მას "მილუოკი ბაქსსა" და "სან ანტონიო სპურსში" 130 თამაში აქვს ჩატარებული.

NCAA-მდე მამუკელაშვილმა "სტელა აძურა რომა"-სთან ერთად ახალგაზრდულ ევროლიგის საკალათბურთო ტურნირზე მიიღო მონაწილეობა.

გოგა ბითაძე

გასული სეზონის ხელფასი: 2 მილიონი დოლარი

2023/24 NBA სტატისტიკა: საშუალოდ 5.0 ქულა, 4.6 მოხსნა, 1.3 ასისტი.

კალათბურთელი საქართველოდან - 2019 წლის ევროლიგის ამომავალ ვარსკვლავად წოდებული.

გოგა NBA-ში უკვე ხუთ სეზონს ატარებს, მანამდე კი "ბუდუჩნოსტში" ასპარეზობდა.

ამ ზაფხულს ის რთული გადაწყვეტილებების წინაშეა, ისევე როგორც სიის მოთამაშეების უმეტესობა, ევროპული კალათბურთი ქართველი მოთამაშისთვის უცნობი ნამდვილად არაა.

eurohoops

სხვა სტატიები