სანდრო მამუკელაშვილი NBA Summer League-ს სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა
,,მილუოკი ბაქსის'' ფორვარდი, სანდრო მამუკელაშვილი NBA-ის საზაფხულო ლიგის პირველ სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა. ქართველმა ფორვარდმა ,,ბაქსის'' შემადგენლობაში 5 შეხვედრა ჩაატარა და მატჩში საშუალოდ 17 ქულას, 8,8 მოხსნას, 2,4 შედეგიან გადაცემასა და 1,4 ჩაჭრას აგროვებდა. სანდროსთვის გამორჩეული ,,ბოსტონ სელტიქსთან'' გამართული შეხვედრა იყო, რომელშიც 28 ქულას, 9 მოხსნას, 3 ჩაჭრას, 2 პასსა და 2 დაფარებას მოუყარა თავი. ,,მილუოკიმ'' Summer League-ში გამართული 5 მატჩიდან 3-ში იმარჯვა, 2-ში კი დამარცხდა. მამუკელაშვილის გარდა, სიმბოლურ ხუთეულში ტარი ისონი (ჰიუსტონ როკეტსი), კუენტინ გრაიმსი (ნიუ იორკ ნიქსი), კიგან მარი (საკრამენტო კინგსი) და კამ ტომასი (ბრუკლინ ნეტსი) მოხვდნენ.
Tari Eason (Houston Rockets), Quentin Grimes (New York Knicks), Sandro Mamukelashvili (Milwaukee Bucks), Keegan Murray (Sacramento Kings) and Cam Thomas (Brooklyn Nets) have been named to the NBA 2K23 All-Summer League First Team. pic.twitter.com/ffvd5TDWDg — NBA Communications (@NBAPR) July 18, 2022