სანდრო მამუკელაშვილი კარიერას სან ანტონიოში გააგრძელებს
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი, სანდრო მამუკელაშვილი ,,სან ანტონიო სპურსში'' ითამაშებს.
23 წლის კალათბურთელმა ახალ გუნდთან სტანდარტული კონტრაქტი გააფორმა, ,,სპურსის'' პოლიტიკის გამო, ხელშეკრულების დეტალები ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა. მამუს ნომერი ,,სან ანტონიოში'' კვლავ 54 იქნება.
მამუკელაშვილის ყოფილი გუნდი ,,მილუოკი ბაქსი'' იყო, რომელთანაც არსებული ორმხრივი კონტრაქტი პირველ მარტს შეწყდა.
მიმდინარე სეზონში სანდრო ,,ბაქსში'' ჩატარებულ 22 შეხვედრაში საშუალოდ 2,4 ქულასა და 2,3 მოხსნას აგროვებდა.
,,სან ანტონიო სპურსი'' 16 მოგებითა და 47 მარცხით დასავლეთ კონფერენციის ბოლოსწინა, მე-14 პოზიციაზეა.
პოპოვიჩის გუნდი მომავალ შეხვედრას ხვალ, ,,ჰიუსტონ როკეტსის'' წინააღმდეგ გამართავს.
Welcome to the #SpursFamily, Sandro! 🌟
— San Antonio Spurs (@spurs) March 4, 2023
The San Antonio Spurs today announced that they have claimed forward Sandro Mamukelashvili ➡️: https://t.co/kRKLu3JXOq pic.twitter.com/iZWvPNfhNd