მამუკელაშვილმა 8 წუთი ითამაშა - სან ანტონიომ მინიმალური სხვაობით წააგო
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
"სან ანტონიო სპურსისა" და საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა - სანდრო მამუკელაშვილმა, NBA-ს პრე-სეზონში, "ოკლაჰომას" წინააღმდეგ ითამაშა.
"სან ანტონიო სპურსი" სტუმრად "ოკლაჰომასთან" მინიმალური სხვაობით 122:121 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 7:59 წუთი გაატარა, რა დროშიც მისი მონაგარი: 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა იყო.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "სპურსის" შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა დრაფტის პირველ პიკს - ვიქტორ ვემბანიამას, რომელსაც 20 ქულა, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა ჰქონდა.
"სპურსი" შემდეგ მატჩს "მაიამის" წინააღმდეგ 14 ოქტომბერს გამართავს, რომელიც თბილისის დროით 03:30 საათზე გაიმართება.