Belive

სანდრო მამუკელაშვილი: "NBA-ში არიან ევროპელები, რომლებიც ლიგაში მთავარი ხალხია"

2 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში ევროპელი კალათბურთელების გავლენაზე ისაუბრა. ქართველმა კალათბურთელმა მთავარი აქცენტი ლუკა დონჩიჩზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი როლი ამერიკულ კალათბურთში უდიდესია.

NBA-ში ბევრი ევროპელი კალათბურთელია, მათგან რამდენიმე კი ისეთია, რომელსაც ლიგა "ხელში უჭირავს", სწორედ ამიტომ, საამაყოა, რომ ამერიკაში ევროპელებს წარმოვადგენ.

ევროპელების ბრწყინვალე თამაში ჩემთვისაც მოტივაციის მომცემია. ლუკაზე რა უნდა ვთქვა? არ ვიცი ოდესმე მივაღწევ თუ არა მის დონეს, მაგრამ მინდა ბავშვებისთვის საყვარელი ევროპელი მოთამაშე ვიყო და ვნახო, თუ რისი მიღწევა შემიძლია დაუღალავი შრომით.

ლებრონ ჯეიმსი სხვა თემაა. მისი მიდგომა კალათბურთისადმი უნიკალურია. დარწმუნებული ვარ, დონჩიჩი მისგან ბევრს ისწავლის და ლებრონიც მიიღებს ლუკასგან ბევრ რამეს - ეს დუეტი დიდებული იქნება. - განაცხადა სანდრო მამუკელაშვილმა

"სან ანტონიო სპურსი" 28 მოგებითა და 38 მარცხით, დასავლეთ კონფერენციის მე-13 ადგილზეა. 18 მარტს სანდრო მამუკელაშვილის გუნდი, სტუმრად, "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" ხვდება, სადაც ქართველს, სწორედ დონჩიჩი-ჯეიმსის წყვილთან დაპირისპირება მოუწევს.

სხვა სტატიები