Belive

მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი | ტორონტო ლეიკერსთან ბოლო წამზე დამარცხდა

5 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ტორონტო რაპტორსმა ლოს ანჯელეს ლეიკერსს უმასპინძლა და 3-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 120:123 დამარცხდა.

დრამატულ მატჩში გადამწყვეტი რუი ჰაჩიმურას მიერ ბოლო წამზე ჩაგდებული გამარჯვების მომტანი 3-ქულიანი აღმოჩნდა.

მიმდინარე სეზონში მეორედ ტორონტოს ძირითად ხუთეულში იყო სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც არასრულ 37 წუთში (დღეს სანდრომ ამ სეზონში ყველაზე მეტი დრო მიიღო) 13 ქულა, 8 მოხსნა. 5 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა. 26 წლის კალათბურთელმა 9-დან 3 სამქულიანი, 4-დან 1 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

ტორონტოს 20 ქულით, 7 მოხსნით, 7 პასითა და 1 დაფარებით ბრენდონ ინგრემმა ულიდერა, ლეიკერსის რიგებში კი 44 ქულით, 10 ასისტითა და 5 მოხსნით ოსტინ რივზი გამოირჩა.

რაპტორსი, რომელიც 15 მოგებითა და 8 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-3 პოზიციაზეა, მომავალ შეხვედრას შაბათს, 6 დეკემბერს, შარლოტ ჰორნეტსის წინააღმდეგ გამართავს.

  • დღევანდელ შეხვედრაში 8 ქულას დასჯერდა ლებრონ ჯეიმსი, რითაც დასრულდა მისი 1 297-მატჩიანი სერია, რომელშიც ის მინიმუმ 10 ქულას აგროვებდა.

სხვა სტატიები