მამუკელაშვილის 7 ქულა ჰორნეტსთან | ტორონტომ მოგებები გააგრძელა
2 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში, ტორონტო რაპტორსმა შარლოტ ჰორნეტსს უმასპინძლა და 110:108 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ კანადურმა გუნდმა ბოლო 9 შეხვედრიდან 8-ჯერ გაიმარჯვა და ახლა მოგება/წაგების ბალანსი 9/5-ზე აქვს. რაპტორსი აღმოსავლეთ კონფერენციის მესამე ადგილზეა.
სანდრო მამუკელაშვილმა ჰორნეტსთან 15 წუთი ითამაშა - ქართველმა ამ დროში 7 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და თითო ჩაჭრა/დაფარება მიითვალა.
ტორონტო რაპტორსს შემდეგი მატჩი ფიილადელფიასთან ელის, შეხვედრა 20 ნოემბერს შედგება.