"ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და ვეცდები გუნდისთვის მაქსიმუმი გავაკეთო" - გოგა ბითაძე
3 საათის წინ
კალათბურთი
1 წთ
ორლანდო მეჯიქმა მედია-დღე გამართა, სადაც ჟურნალისტებთან ქართველმა ცენტრმა, გოგა ბითაძემაც ისაუბრა. ბითაძემ მოახლოებული სეზონის წინ საინტერესო კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მზადაა გუნდისთვის ბოლომდე დაიხარჯოს.
ისევე, როგორც ყოველთვის - ვეცდები გუნდისთვის ბოლომდე დავიხარჯო და წარმატებისთვის ბოლომდე ვიბრძოლო. მნიშვნელობა არ აქვს სასტარტოში დავიწყებ, თუ პარკეტზე სკამიდან შევალ, ჩემთვის ნებისმიერი როლი გამოწვევაა. ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და ვცდილობ გუნდს ყველაფერი დავუბრუნო, რაც აქ მომცეს.
გასულ სეზონში კონფერენციის ლიდერთან დასანანი მარცხი განვიცადეთ, მაგრამ გუნდმა ამით კარგი გაკვეთილი მიიღო. ამას სამომავლოდ ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენებთ. უკეთესები ვიქნებით ვიდრე გასულ სეზონში და დავამტკიცებთ, რომ სერიების გადაწყვეტა შეგვიძლია. ჯერ კიდევ ახალგაზრდები ვართ და ბევრს ვსწავლობთ, მაგრამ ახლა დროა, რომ ჩვენი შესაძლებლობების 100% გამოვავლინოთ. - გოგა ბითაძე.
შეგახსენებთ, რომ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პრე-სეზონი 3 ოქტომბერს დაიწყება. ორლანდო პირველ მატჩს მემფისთან გამართავს, რომელსაც სტუმრად დაუპირისპირდება.