7 ქულა, 7 მოხსნა, 3 ასისტი - მამუკელაშვილის სან ანტონიომ ბითაძის ორლანდო დაამარცხა
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "სან ანტონიოსა" და "ორლანდოს" დაპირისპირება შედგა. სან ანტონიოში, "AT&T Center"-ში გამართული უხვქულიანი მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 132:114 დასრულდა.
NBA-ის ქართველი გულშემატკივარი მატჩს დიდი მოლოდინით ელოდა - საკმაოდ დიდი იყო იმის ალბათობა, რომ მაყურებელს ქართული დაპირისპირება ეხილა, თუმცა გოგა ბითაძეს "ორლანდოს" რიგებში არ უთამაშია.
"სან ანტონიოს" ქართველ ლეგიონერს კარგი მატჩი ჰქონდა. პარკეტზე გატარებულ 21:29 წუთში, მამუკელაშვილმა 7 ქულის, 7 მოხსნისა და 3 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.
What a freakin pass by Sandro Mamukelashvili pic.twitter.com/siGqOtIYYQ
— Tom Petrini (@RealTomPetrini) March 15, 2023
SPURS WIN! SPURS WIN! SPURS WIN!#PorVida | @FrostBank | #ad pic.twitter.com/BsnGJsy5XB
— San Antonio Spurs (@spurs) March 15, 2023