Belive

სანდრო მამუკელაშვილი: "ბიჭებს ერთი სული აქვთ გამოვიდნენ და მაქსიმუმი გააკეთონ მოედანზე."

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

სულ ცოტა დარჩა და საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე პირველ მატჩს გამართავს.

გუნდმა დღეს შეხვედრამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა, რომლის შემდეგაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან კომენტარი სანდრო მამუკელაშვილმა გააკეთა

მნიშვნელოვანი ტურნირია, და მოხარულები ვართ, რომ თავის წარმოჩენის საშუალება გვეძლება, დარწმუნებუი ვარ ყველა 1000%-ით დაიხარჯება და ერთმანეთს გვერდში დავუდგებით.

დიდი ხანია ამისთვის ვემზადებით, მოსამზადებელი პერიოდიც იმდენი ხანი გაიწელა, რომ ბიჭებს ერთი სული აქვთ გამოვიდნენ და მაქსიმუმი გააკეთონ მოედანზე.

კაბო ვერდე კარგი გუნდია, ტავარეში მაგარი ცენტრია, აგრესიულად თამაშობენ, რაც ცოტა შეიძლება სირთულეს იწვევდეს, მაგრამ მწვრთნელებმა კარგად მოგვამზადეს, და ამ შეხვედრას სრულ მზადყოფნაში ვხვდებით. - განაცხადა "სან ანტონიო სპურსის" მძიმე ფორვარდმა

საქართველოსა და კაბო ვერდეს შეხვედრა 26 აგვისტოს, შუადღის 12:00 საათზე დაიწყება. მოგვიანებით, 15:30 საათზე ჩვენი ჯგუფის კიდევ ერთ შეხვედრაში სლოვენია ვენესუელას დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები